ახალი ამბები

ბარამიძე ასლან აბაშიძისგან უკანონო ჯგუფების განიარაღებას მოითხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აჭარის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თავის პირობას რეგიონში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღების თაობაზე.


„აჭარის ხელისუფლებას ჯერ არ დაუწყია უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება. ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია შეთანხმების შეუსრულებლობაზე, აუცილებლად დაისჯება“, – განუცხადა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს 12 აპრილს.


პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე დაემუქრა აბაშიძეს უზენაესი საბჭოს დათხოვნით და ვადამდელი არჩევნების ჩატარებით რეგიონში, თუ აბაშიძე არ განაიარაღებდა აჭარაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი 13 აპრილს ბათუმში მიემგზავრებიან, სადაც ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.

მსგავსი/Related

Back to top button