ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანიის დაბრუნებას მოითხოვს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა თამარ სულუხიამ ერთ კვირაში უნდა შეძლოს უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლის და ფუნქციონირების საკითხის მოწესრიგება. კერძოდ, საქმე კომპანია “ბრიტანეთის ავიახაზებს” ეხება.
 
“მოვითხოვ ამ საკითხის შესწავალას და შესაბამის რეაგირებას. მე მომხრე ვარ, რომ საქართველოში მოქმედებდნენ უცხოური ავიაკომპანიები. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის და პრესტიჟისთვის აუცილებელია” – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.
 
ბრიტანულმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება ოფიციალურად 31 მარტს შეწყვიტა, რასაც საფუძვალად შარშან საქართველოს მიერ კომპანიისთვის საქართველოში ფრენების შესასრულებლად საჭირო ლიცენზია გაუუქმება დაედო. ქართულმა მხარემ მაშინ ეს ნაბიჯი კომპანიის მიერ გადასახადების გადაუხდელობითა და ადგილობრივ ფლაგმან კომპანია “აირზენასთან” შეთანხმების არ არსებობით ახსნა.
 
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიტანეთის ავიაკომპანიის მიერ საქართველოს დატოვებას სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფის მიერ პირადი ინტერესების გათვლისწინებით მოხდა ლიცენზიის ჩამორთმევა, რაც დაუშვებელია.

მსგავსი/Related

Back to top button