
ახალი ამბები
თბილისი და ბათუმი საკონსტიტუციო უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე მუშაობენ
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 23 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის ხელმძღვანელობა მუშაობენ დოკუმენტის პროექტზე, რომელიც რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის საკონსტიტუციო უფლებამისელაბათა გამიჯვნას ითვალისწინებს.
„ჯონი ხეცურიანი [საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე] ამჟამად ბათუმში იმყოფება და ამ საკითხს განიხილავს“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა თებერვალში ურჩია თბილისსა და ბათუმს დაიწყონ დოკუმენტზე მუშაობა და ევროპის საბჭოს გამოცდილებაც შესთავაზა მუშაობის პროცესში.