ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორდღიანი ვიზიტით სომხეთში მიემგზავრება, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტთან რობერტ ქოჩარიანთან გამართავს მოლაპარაკებებს.


ვიზიტის დროს მხარეები ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.


დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარესთან არტურ ბაგდასარიანთან და პრემიერ-მინისტრთან ანდრანიკ მარკარიანთან. 

Back to top button