ახალი ამბები

ბადრი ბიწაძე საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

ბადრი ბიწაძე, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეა, შინაგად საქმეთა მინისტრის მოადგილის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარის პოსტებზე დაინიშნა.


სტრუქტურული რეფორმების გატარების შედეგად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.


„ბადრი ბიწაძე პროფესიონალია და ის ფაქტი, რომ იგი პარლამენტის თავჯდომარის მეუღლეა ნამდვილად არ იყო განმსაზღვრელი მისი დანიშვნის დროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 20 თებერვალს რომში გამგზავრებამდე, სადაც იგი ევრომწვანეების საგანგებო კონგრესის გახსნას დაესწრება.


ბადრი ბიწაძემ, რომელსაც მანამდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ახალ პოსტზე ვალერი ჩხეიძე შეცვალა. ეს უკანსკნელი 19 თებერვალს უშიშროების მინისტრის მოადგილის და დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button