ახალი ამბები

გარე ვაჭრობის აკრძალვამ მოვაჭრეთა საპროტესტო აქციები გამოიწვია

ასობით გარე მოვაჭრემ დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო.


საპროტესტო აქციას წინ უღოდა გარე ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება.


ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, გარე ვაჭრობა თბილისის ცენტრალურ უბნებს ამახინჯებს.


გარე მოვაჭრეთა უმეტესობას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ. მათი განცხადებით, გარე ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

Back to top button