ახალი ამბები

ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა

ანტიკორუფციულმა ბიურომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება თავად ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარემ კახა უგულავამ გააკეთა.


“ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოძიებული დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის უშიშროების საბჭოს გადაეცემა”, – განაცხადა ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ კახა უგულავამ 30 იანვარს.


ანტიკორუფციული ბიურო ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით 2001 წელს შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად შემდგომში ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი დაინიშნა. ანტიკორუფციული ბიურო ორი წლის განმავლობაში იკვლევდა სხვადასხვა საკითხებს კორუფციასთან დაკავშირებით.


ბიუროს მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე გასულ წელს თანამდებობის რამდენიმე პირი მხილებულ იქნა უკანონო ქმედებაში, რის გამოც ისინი თანამდებობიდან განთავისუფლდნენ.

Back to top button