
აბაშიძის განცხადებით, აჭარაში „სისხლიანი კონფლიქტია“ მოსალოდნელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 27 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოვლენები აჭარაში შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად განვითარდეს, როცა 90-იანი წლების დასაწყისში ქართული ჯარები სეპარატისტულ რეგიონებთან სისხლიან კონფლიქტში ჩაებნენ.
აბაშიძის განცხადებით, აჭარაში შესაძლო კონფლიქტის შემდეგ, „ჩვენ დავდგებით სამშვიდობო პროცესზე გაუთავებელი მოლაპარაკებების წინაშე, როგორც ეს აფხაზეთთან მიმართებაში ხდება“.
აბაშიძის განცხადებას წინ უძღოდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „დემოკრატიული აჭარას“ შექმნა, რომელიც აჭარაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ისახავს მიზნად.
მოძრაობის ლიდერი ედვარდ სურმანიძე „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი და სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოკავშირეა.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟვანია შეეცდება სურმანიძე ასლან აბაშიძის მემკვიდრედ გამოაცხადოს.
ახალი მოძრაობის პირველი ყრილობა თბილისში 27 იანვარს გაიმართა. ყრილობას მოძრაობის 4 000-მდე წევრი დაესწრო.