ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 30 პატიმარს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ხელს აწერს ეროვნული თანხმობის დეცლარაციას, რომლის თანახმადაც ვადაზე ადრე გათავისუფლდება 30 პატიმარი.


დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონია რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშუეთის ეკლესიაში შედგება. ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც დაესწრება.


ამ დოკუმენტის მიხედვით ძირითადად შეწყალებული იქნებიან 1991-92 წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ დაპატიმრებული პოლიტპატიმრები.

Back to top button