ახალი ამბები

ეუთო მზად არის საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს

თბილისში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოსულმა ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ სოლომონ პასიმ შეხვედრები გამართა მიხეილ სააკაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და პარლამენტის თავჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.


„ეუთო უკვე განიხილავს საქართველოსთან ერთად, თუ რა დახმარება შეუძლია გაუწიოს მან ქვეყანას დასახული ამოცანების გადაჭრაში. მათ შორისაა საპარლამენტო და საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელება და კორუფციასთან ბრძოლა“, – განაცხადა სოლომონ პასიმ.  


საქართველოს ლიდერებთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებზე საუბრისას სოლომონ პასიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა.


„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, – დასძინა ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ.

Back to top button