ახალი ამბები

ექსპრეზიდენტი შევარდნაძე კოლინ პაუელს შეხვდა

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს შეხვდა.


„ჩვენ აშშ-საქართველოს ურთიერთობები განვიხილეთ. მე მადლობა მოვუხადე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გაუწია. შეხვედრის სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს კოლინ პაუელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ამერიკის შეერთებული შტატები ოპოზიციის მიერ მისი ძალაუფლების დამხობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.


კოლინ პაუელი უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს.


მან ასევე გამართა მოლაპარაკებები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვარდან ოსკანიანთან, რომელიც ასევე ჩამოვიდა თბილისში ინაუგურაციაზე დასასწრებად.


მოგვიანებით კოლინ პაუელი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

Back to top button