
ახალი ამბები
აბაშიძის მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა ბათუმში საპროტესტო აქციები გამართეს
აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა დღეს დილით ბათუმში საპროტესტო აქციები გამართეს.
აბაშიძის მოწინააღმდეგეთა აქცია ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შემდეგ გაიმართა. სააკაშვილი ბათუმში გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო.
აბაშიძის მოწინააღმდეგეთა აქციის საპასუხოდ აქცია აბაშიძის მომხრეებმაც გამართეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ასლან აბაშიძის მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან, მოუწოდეს თავიანთ მხარდამჭერებს შეეწყვიტათ აქცია, რათა თავიდან აეცილებინათ დაძაბულობა პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, თუმცა აქცია კვლავაც გრძელდება.
დღეს დილით აბაშიძის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.