ახალი ამბები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მე-9 მეტრულ არხზე სამაუწყებლო ლიცენზია მოიპოვა

კავშირგაბმულობის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მე-9 მეტრულ არხზე სამაუწყებლო ლიცენზია მოიპოვა. ეს არხი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.


კომპანია „ტექნომედია“, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის, ასევე იბრძოდა ლიცენზიისთვის. თუმცა, ბოლო მომენტში „ტექნომედიის“ წარმომადგენლებმა გადაიფიქრეს და კომისიიდან განაცხადი გამოიტანეს.


ლიცენზიის საკითხის განხილვა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, რასაც კომისიის თავჯდომარის ვახტანგ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომა მოყვა. აბაშიძემ თავისი გადაწყვეტილება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული „პოლიტიკური ზეწოლით“ ახსნა.  

მსგავსი/Related

Back to top button