ახალი ამბები

“რაო ეესი” მზად არის საქართველოში ინვესტიციები გაზარდოს

რუსეთის ენერგოკომპანია „რაო ეეს“-ის ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა 22 იანვარს განაცხადა, რომ „რაო ეესი“ მზად არის ინვესტიციები გაზარდოს საქართველოს ენერგოსექტორში.


ჩუბაისი 22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში საქართველოს ახლადარჩეულ  პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სადაც ისინი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდნენ.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „რაო ეეს”-ს დიდი გეგმები აქვს საქართველოში და იგი მზად არის ენერგოკომპანიას დახმარებაც გაუწიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს გეგმები წმინდა ეკონომიკური ხასიათის იქნება.

Back to top button