
ახალი ამბები
“საფოსტო ბანკის” პრეზიდენტი სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო იძებნება
“საფოსტო ბანკის” პრეზიდენტი სერგო იაკობიძე სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო იძებნება.
“საფოსტო ბანკს” აფხაზეთიდან იძულებით გადასახლებულ პირთა შემწეობების გაცემა ევალებოდა. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, შემწეობები ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიითვისეს.
ცოტა ხნის წინ ასობით აფხაზეთიდან დევნილმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან შემწეობებზე არსებული დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ.
სერგო იაკობიძე ჭიათურაში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს; თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჭიათურაში ჩატარებული არჩევნების შედეგები გააუქმა.