
ახალი ამბები
ბადრი პატარკაციშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომანქანებით დაასაჩუქრა
ქართველმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად სამი ავტომანქანა “ნივა” გადასცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეს ავტომანქანები თბილისში არ დარჩება და ისინი რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ სამმართველოს გადაეცემა. გიორგი ბარამიძემ ბადრი პატარკაციშვილს დღესვე სამინისტროს შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა.
ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნება სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო.