ახალი ამბები

გაერო და სოროსი საქართველოს დასახმარებლად ფონდს ქმნიან

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე  22 იანვარს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორმა  მარკ მალოქ ბრაუნმა და ჯორჯ სოროსმა ახალი ფონდის დაარსების შესახებ განაცხადეს, რომელიც საქართველოში რეფორმების გატარებას დაეხმარება.


ეს ფონდი, რომლის საწყისი თანხა 2 მილიონ დოლარს შეადგენს, ძირითადად ადმინისტრაციული რეფორმების გატარებას გაუწევს დახმარებას.


ფონდი საშუალებას მისცემს მთავრობას მოიწვიოს ადგილობრივი, საერთაშორისო და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტები, რომელთაც შეუძლიათ ქვეყანას რეფორმების განხორციელების საქმეში დაეხმარონ.  


„საქართველო ისწრაფვის ღია საზოგადოების მშენებლობისკენ და ამისათვის მის საჯარო მოსამსახურეებს სჭირდებათ სათანადო ცოდნა, რათა რეფორმები გაატარონ “ – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.


„ჩვენ მივესალმებით ამ ახალი ფონდის შექმნას და მხარს ვუჭერთ გაეროს განვითარების პროგრამას და ღია საზოგადოების ინსტიტუტს, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს თავი გაართვას სტრუქტურული რეფორმების ამ კრიტიკურ პერიოდს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის განცხადებით, ფონდი ღიაა შემოწირულობებისთვის. ამგვარად, სხვა დონორებსაც ეძლევათ საშუალება დაეხმარონ საქართველოს რეფორმების გატარების საქმეში.

Back to top button