ახალი ამბები

აბაშიძე ხელისუფლებას აჭარაში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აჭარაში მმართველობის შეცვლის მიზნით იანვრის ბოლოსთვის სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. ასლან აბაშიძის ამ განცხადებას ქართული საინფორმაციო ბიურო “ინტერ-პრესი” ავრცელებს.


ასლან აბაშიძის ინფორმაციით, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლება შეეცდება ნებისმიერი გზით შეცვალოს ხელისუფლება აჭარაში.


აჭარის ლიდერი სტრასბურგში 20 იანვარს გაემგზავრა. ჯერ-ჯერობით გაურკვევლია მისი ვიზიტის მიზანი, ასევე თუ როდის დაბრუნდება იგი ბათუმში. 

Back to top button