ახალი ამბები

რუსეთმა ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს გადასცა

ადამიანთა გატაცებებში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილი, რომელიც მოსკოვში 24 ივლისს ქართველმა და რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს, დღეს ქართულ მხარეს გადასცეს.


გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს სპეციალურად მოსკოვში ჩავიდნენ, რათა ექსტრადიციის პროცესს უხელმძღვანელონ.


შოთა ჭიჭიაშვილს 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის და 2002 წელს ქართველი პარლამენტარის პეტრე ცისკარიშვილის და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს  გატაცებაში ედება ბრალი.

Back to top button