
ახალი ამბები
ქართველმა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს
ქართველმა მინისტრებმა დღეს თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს. ახალი კანდიდატურების წარდგენა დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა.
“ახალი კანდიდიტურების შერჩევისას გადამწყვეტი იქნება მათი პროფესიონალიზმი, რეპუტაცია და პატრიოტიზმი”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 26 იანვარს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე სავარაუდოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვანო მერაბიშვილი იქნება წარდგენილი. “ეს ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, თუმცა ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა”, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ.
მანადმე ეს თანამდებობა თედო ჯაფარიძეს ეკავა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.