
ახალი ამბები
ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მძევლები გაცვალეს
აფხაზურმა მხარემ 29 დეკემბერს გალში რამდენიმე დღის წინ მძევლად აყვანილი ათი ქართველი გაათავისუფლა სამი აფხაზი მესაზღვრის გათავისუფლების სანაცვლოდ.
აფხაზებისგან შემდგარი შეირაღებული ჯგუფი 27 დეკემბერს ქართულ სოფლებში შეიჭრა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები გაიტაცა ცოტა ხნის წინ სამი აფხაზი მესაზღვრის გაუჩინარების საპასუხოდ. აფხაზური მხარე მომხდარში ქართველ პარტიზანებს ადანაშაულებდა.