ახალი ამბები

საქართველომ შვეიცარიას ჩინოვნიკების საბანკო ანგარიშების გაყინვა სთხოვა

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შვეიცარიის მთავრობას გადასცა იმ ყოფილი, თუ მოქმედი ოფიციალური პირების სია, რომელთა საბანკო ანგარიშების გაყინვასაც მოითხოვს.

დასავლური მედიის ცნობით, შვეიცარიულ გაზეთ „ლე ტემპსი“-სთვის მიცემულ ინტევიუში შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფოლკო გალიმ განაცხადა, რომ სია შეიცავს ყოფილი მინისტრებისა და დეპუტატების სახელებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ფინანსურ მაქინაციებში.

საქართველომ შვეიცარიას საბანკო ანგარიშების გაყინვის თხოვნით გასულ დეკემბერს მიმართა. თუმცა, როგორც ფოლკო გალიმ აღნიშნა, შვეიცარიამ დამატებითი ინფორმაციები მოითხოვა ქართული მხარისგან, რადგან მიწოდებული მიმართვაში „ძალზედ ზოგადი ინფორმაცია იყო.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button