skip to content
ახალი ამბები

ასლან აბაშიძე სტრასბურგში გაემგზავრა

აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე 18 დეკემბერს სტრასბურგში გაემგზავრა. იგი ევროსაბჭოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს.


ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი იქნება განხილული.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მატიას იორშიმ, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, 17 დეკემბერს განაცხადა, რომ აჭარაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.


„ეს ევროსაბჭოს ოფიციალური პოზიციაა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს აჭარის ამომრჩეველთა უფლებების დაცვა.


სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია აჭარაში ჩასვლას და ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს მას შემდეგ, რაც აჭარის ლიდერი სტრასბურგიდან ჩამოვა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button