ახალი ამბები

ტრადიციონალისტები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გაერთიანდნენ

ტრადიციონალისტები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დღეს ოფიციალურად გამოაცხადებენ მემარჯვენე მოძრაობის ჩამოყალიბების მიზნით ერთიანი ბლოკის შექმნის თაობაზე, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.


ცოტა ხნის წინ აკაკი ასათიანმა „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ იგი კონსულტაციებს აწარმოებს „ახალ მემარჯვენეებთანაც“.


„თუ ჩვენ მოვახერხებთ გაერთიანებას საპარლამენტო არჩევნებამდე, დარწმუნებული იყავით, რომ ეს იქნება ძლიერი, მემარჯვენე ორიანტაციის კავშირი, რომელსაც ნამდვილად შეეძლება გამარჯვების მოპოვება საპარლამენტი არჩევნებში“, – დასძინა მან.


ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს ნინო ბურჯანაძის, მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ჟვანიას გვერდით იდგა. თუმცა, მას შემდეგ დაუპირისპირდა მათ, რაც ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ განაცხადეს, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერდნენ მხარს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.


ბოლო ათი წლის განმავლობაში ეროვნული-დემოკრატიულ  პარტიის თავჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია იყო.


თუმცა, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ იგი პარტიის საბჭომ თანამდებობიდან  გაათავისუფლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button