skip to content
ახალი ამბები

რუსეთი მზად არის საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციასთან ერთად სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს


(თბილისი, 9 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დღეს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, სადაც რუსეთის მიერ აჭარის მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ იმსჯელეს.


“საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ შესაძლოა მთელ ტერიტორიაზე მოხდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება ან საერთოდ მოხსნაც კი. ჩემთვის ზუსტად ცნობილი არ არის თუ რა მიზანს ისახავს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, შესაძლოა ვიზების გაცემა საზღვარზე მოხდეს”, – განაცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


აჭარაში სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 დეკემბერს გაავრცელა, დღეს კი ამის თაობაზე პროტესტი გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რადგან ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო ქართული მხარე. თუმცა, ვლადიმერ ჩხიკვიშვილის განცხადებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ინფორმირებული იყო რუსეთში საქართველოს საელჩო, რასაც არ ადასტურებს თავად ელჩი ზურაბ აბაშიძე და აცხადებს, რომ საელჩოში ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება არ მოსულა. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button