ახალი ამბები

რუსეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე საბოტაჟის ორგანიზებაში ადანაშაულებენ

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაზეთ “გარდიანის” ცნობით, რუსეთის უშიშროების სამსახურის წყაროს ინფორმაციით, დაზვერვის სახელმწიფო სამმართველომ გამოყო გარკვეული თანხები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე საბოტაჟის მოსაწყობად.

როგორც “გარდიანი” იუწყება, რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველომ სპეციალურად გამოყო თანხები კონკრეტული პირების დაქირავებისა და საბოტაჟის მომზადებისთვის.

“გეგმა ჯერჯერობით არ განხორციელებულა, თუმცა დაზვერვის სამმართველომ სავარაუდოდ უკვე დაიწყო გარკვეული ჯგუფის მომზადება ამ მიზნის განსახორციელებლად”, – წერდა “გარდიანი” 1 დეკემბერს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით მოხდება აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს გავლით.    

კონსორციუმი “ბრითიშ პეტროლეუმი”, რომელიც ნავთობსადენის მშენებლობას ხელმძღვანელობს, ამ ინფორმაციის კომენტირებისგან თავს იკავებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button