ახალი ამბები

გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელი მოქმედ პრეზიდენტს შეხვდა

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციებში ჟან-მარი გენო 24 ნოემბერს მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

გაეროს მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ჟან-მარი გენომ ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მნიშვნელობასა და გაეროს როლზე აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

მან დადებითი შეფასება მისცა ქვეყანაში ბოლოდროინდელი პოლიტიკური პრობლემების კონსტიტუციური გზით მოგვარებას, რასაც პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოყვა. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button