skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის განცხადებით, არჩევნების გაყალბებამ ხელი შეუშალა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ში აშშ-ის მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბრიუს კონაკმა 20 ნოემბერს ვენაში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ “ხმების მასობრივმა გაყალბებამ” საქართველოს მთელ რიგ რაიონებში ხელი შეუშალა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

მან მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს მეორე ტურის ჩატარება საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად და სამართლიანობისა და გამჭირვალობის საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტების დაცვით.

ბრიუს კონაკმა მხარეებს მოუწოდა “პატივი სცენ პოლიტიკურ პროცესში მშვიდობიანი შეკრების როლს”.

Back to top button