
ლეიბორისტულმა პარტიამ შესაძლოა ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადებს
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, 7%-იანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა.
“დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ოთხმა პარტიამ [ახალი საქართველოსთვის, აღორძინება, ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია] გადალახეს 7%-იანი ბარიერი. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეეცდება გააყალბოს შედეგები და გაუზარდოს პროცენტული მაჩვენებლები სხვა პარტიებს, ჩვენ განვიხილავთ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესაძლებლობას”, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მრეწველებსა და ახალ მემარჯვენეებს 7%-იანი ბარიერის გადალახვაში დაეხმაროს.
გარდა ბოიკოტისა, ლიბორისტული პარტია უფრო აქტიურ საპროტესტო ქმედებებზე გადასვლასაც არ გამორიცხავს.