ახალი ამბები

ბურჯანაძის თქმით, სამოქალაქო დაპირისპირების მუქარა უსაფუძვლოა

(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს.

“ხალხი ხელისუფლებას უპირისპირდება და ეს არ ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირებას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღორძინების კავშირის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის კომენტირებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ აქციით სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება სურს.

რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის შენობის წინ ერთიანი ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციას ატარებს.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა შორის დიდი ნაწილი აჭარიდან გამოგზავნილი პოლიციელია.

Back to top button