ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოდის

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო 18 ნოემბერს საქართველოში ჩამოდის.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან და ასევე ოპოზიციის ლიდერებთან.   

შეხვედრების დროს მხარეები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

Back to top button