
ახალი ამბები
მოსკოვში აფხაზეთის საკითხი განიხილეს
(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 17 ნოემბერს მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჰეიდი ტალიავინის შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება აფხაზეთის თემაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, კერძოდ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების მიერ სოჭში მიღწეული შეთანხმების განხორციელებას აფხაზური მხარის მონაწილეობით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და გაეროს წარმომადგენელმა ასევე გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების მომავალი კონსულტაციების საკითხი განიხილეს.