
სასამართლომ გააუქმა ცსკო-ს გადაწყვეტილება ამომრჩეველთა რაოდენობის თაობაზე
(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საოლქო სასამართლომ 17 ნოემბერს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) გადაწყვეტილება ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე მხოლოდ ამა თუ იმ პარტიისთვის მიცემული ხმების რაოდენობის მიხედვით უკანონოდ იქნა მიჩნეული.
ცსკო-ის გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმებული და არასწორად შევსებული ბიულეტენები დათვლის დროს არ იქნებოდა მიღებული მხედველობაში.
ამგვარად, ეს გადაწყვეტილება ამარტივებდა 7%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას. ოპოზიციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უადვილებდა 7%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას “მრეწველებსა” და “ახალ მემარჯვენეებს”, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი ჰქონდათ ლეიბორისტულ პარტიას. ანალოგიური სარჩელით სასამართლოს მიმართეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. თუმცა, სასამართლომ მხოლოდ ლეიბორისტების სარჩელი განიხილა.