ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი შევარდნაძეს შეხვდა

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი 17 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილეს.

აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მშვიდობიანად უნდა მოაგვარონ არსებული პრობლემები.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაილსმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო 18-19 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა და შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებთან.

Back to top button