ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი პოსტის დატოვებას არ აპირებს

(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ვერც ძალადობის გზით მოხდება მისი გადადგომა.

“რას ჰგავს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოთხოვნები პრეზიდენტი გადავაგდოთ, ჩამოვაგდოთ. მანამადე გვერდები არ აუდგეთ მათ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა არ მოხდეს ძალის გამოყენება და მოუწოდებ მათ, ვინც ამას მოითხოვს, რომ თუ ეღირსებათ ხელისუფლებაში მოსვლა, ასმაგად დაუბრუნდებათ. რაც არ უნდა სცადონ, მე მჯერა ჩემი ხალხის”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ იგი გადადგება, ქვეყანაში სრული ქაოსი იქნება. “კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვითარება პარლამენტმა უნდა აკონტროლოს. ძველი პარლამენტი უკვე უფლებამოსილი არ არის, ახლის მუშაობის დაწყება კი არ სურთ. აქედან გამომდინარე ქაოსი გარდუვალია”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი დემაგოგიას უწოდებს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელების გავლას აღმოსავლეთ ევროპაში გასულ წლებში მომხდარი მოვლენების მიმართ, სადაც მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია. “მათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ ადამიანს იქ უნდა დაარტყან, სადაც ყველაზე მეტად ეტკინება. ის, რაც გავაკეთე ქვეყანაში, ეს მართლაც ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილია”, – აცხადებს პრეზიდენტი და დასძენს, რომ გადადგომას არ აპირებს.  2005 წელში კი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს პირველი მიულოცავს და რჩევებასც მისცემს თუ ამას თავად ის პიროვნება მოისურვებს.

Back to top button