ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა, – აცხადებს იგორ ივანოვი

რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა მოსკოვში აჭარის მეთაურთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეყოფათ სიბრძნე და პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნონ, და იმედია, რომ არანაირი სხვა ზომა საჭირო არ გახდება”, – აღნიშნა ივანოვმა.

გარდა ამისა, რუსმა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით, რომ ყველა საკითხი, მათ შორის არცევნებთან დაკავშირებულიც, კანონიერების საფუძველზე მოგვარდეს, კონსტიტუციის ფარგკებში.

“თუ სიტუაცია მოითხოვს, ჩვენ მზად ვართ საჭირო კონსულტაციების ჩასტარებლად, მათ შორის ე.წ. “კავკასიური ოთხეულის” ფარგლებში რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის შემადგენლობით”, – განაცხადა რუსმა მინისტრმა.

“ასლან აბაშიძემ იმოგზაურა რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ქვეყნები იმ რეგიონში არიან, სადაც საქართველოა განლაგებული. ჩვენთვის სულერთი არაა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, და ჩვენ გვსურდა ინფორმაციის პირველი ხელიდან მიღება. ჩვენ მზად ვართ გავციოთ საჭირო პოლიტიკური დახმარება, რომ დავეხმაროთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში”, – დაამატა ივანოვმა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასლან აბაშიძეს მოიხსენიებს “აჭარის პრეზიდენტად”, თუმცა, როგორც ცნობილია, აჭარის კონსტიტუციაში ახლახანს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რუსულ ენაზე აჭარის ლიდერის თანამდებობა იწერება როგორც “აჭარის მეთაური”.

Back to top button