ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილენი სახელმწიფო კანცელარიას ცოცხალ ჯაჭვს შემოარტყამენ

საპროტესტო აქციის ათიათასობით მონაწილე სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრა, მას შემდეგ რაც ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს მათ ხელები ჩაკიდონ და კანცელარიის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთონ.

“ჩვენ ცოცხალ ჯაჭვს შემოვარტყამთ სახელმწიფო კანცელარიას ნახევარი საათით და პრეზიდენტი შევარდნაძე ვეღარ გაგვექცევა”, – განუცხადა სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

მან ასევე აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ტელეკომპანია “სი-ენ-ენი” პირდაპირ ეტერში გადასცემს თბილისში მიმდინარე მოვლენებს, და თბილისს ახლა მთელი მსოფლიო უყურებს.

თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციაში 35-40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

Back to top button