ახალი ამბები

შევარდნაძის მოკავშირე და თელავის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თელავის გამგებელი მედეა მეზვრიშვილი დღეს თანამდებობიდან გადადგა. მისი ეს გადაწყვეტილება შედეგი იყო იმ საპროტესტო აქციისა, რომელიც თელავში მიმდინარეობდა მისი გადადგომის მოთხოვნით.

აქციის მონაწილენი მეზვრიშვილს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

მედეა მეზვრიშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოესი მოკავშირე და მისი დასაყრდენია კახეთის რეგიონში.

Back to top button