ახალი ამბები

ცსკო-ის გადაწყვეტილება ამომრჩეველთა რაოდენობას შესახებ წინააღმდეგობებს იწვევს

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) მიერ 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ იმ ბიულეტენების მიხედვით, რომლებშიც ამა თუ იმ კონკრეტულ პარტიას აქვს მიცემული ხმა.

გაბათილებული ბიულეტენები, რომლებშიც ამომრჩევლებმა არცერთ პარტიას არ მისცეს ხმა ან შეცდომით არის შევსებული, არ ჩაითვლება დათვლის დროს.

ამგვარად, უფრო ადვილი იქნება პარლამენტში შესასვლელად საჭირო 7%-იანი ბარიერის გადალახვა. ოპოზიციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს “მრეწველებს” და “ახალ მემარჯვენეებს”, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, გადალახონ 7%-იანი ბარიერი.

იურისტ-ექსპერტთა განცხადებით, ცსკო-ის გადაწყვეტილება უკანონოა. “ამ გადაწყვეტილებით ცსკო-მ განაცხადა, რომ იმ ამორჩეველთა პოზიცია, რომლებსაც არ უნდოდათ არცერთი პარტიისთვის ხმის მიცემა, ტყუილად იდგნენ რამდენიმესაათიან რიგში, რადგან მათი გაუქმებული ბიულეტებენი მაინც არ ჩაითვლება”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.

Back to top button