
ცსკო “რუსთავი 2”-ის აკრედიტაციას აუქმებს
(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო), რომელიც ჯერ კიდევ აგვიანებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას, 13 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს აკრედიტაცია გააუქმა, რის შედეგედაც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს აღარ ექნებათ ცსკო-ის შენობიდან რეპორტაჟის გადაცემის საშუალება.
ცსკო-ის წევრებმა, რომლებმაც ამ საკითხს მხარი დაუჭირეს, “რუსთავი 2” ცსკო-ზე ზეწოლაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ ტელეკომპანიამ ანტისახელისუფლებო ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” ვიდეო-კლიპი გაუშვა ეთერში, რომელიც აფრთხილებდა ცსკო-ის წევრებს არ დაეხმარონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში.
მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, “ბურჯანაძე-დემოკრატების” და “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლებმა არ მისცეს ხმა არ გადაწყვეტილებას. ხოლო დანარჩენმა 12 წევრმა და ცსკო-ს თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას.