ახალი ამბები

სააკაშვილი აცხადებს, შევარდნაძე უნდა გადადგეს

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 13 ნოემბერს გვიან ღამით გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობას ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისკენ მოუწოდა ერთადერთი მოთხოვნით – გადადგეს პრეზიდენტი შევარდნაძე.

“ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა შევარდნაძის გადადგომაა. მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს მოვიდნენ 14 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ და მოითხოვონ შევარდნაძის გადადგომა”, – განაცხადა სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვაში როგორც ქართულ ისე რუსულ ენებზე.

მისი თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით შევარდნაძე მზად არის ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირება მოახდინოს საქართველოში.

“ნუ გჯერათ, როცა ზოგიერთები იძახიან, რომ შევარდნაძე არასოდეს გადადგება. ეს სიმართლე არ არის. უფრო დიდი ძალაუფლების პრეზიდენტებიც გადამდგარან აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, როცა ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button