ახალი ამბები

სოხუმის განცხადებით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ჯარები აფხაზეთის წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობენ

(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების ხელმძღვანელმა გივი აგრბამ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით მომზადებული ქართული ჯარები საბოტაჟს აწყობენ აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ქართული მხარე უარყოფს ბრალდებებს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ჯარები აფხაზეთში არ განთავსდება.

სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ბრალდება ქართული მხარის ვარაუდს მოყვა იმის თაობაზე, რომ ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელების შედეგად პანკისის ხეობიდან განდევნილი ჩეჩენი მეომრები, შესაძლოა, აფხაზეთში იმალებოდნენ.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, გივი აგრბამ ბრალდებას “უსაფუძვლო” უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button