ახალი ამბები

სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფას ცდილობენ

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან მამალაძე თავის ყველა ოპონენტს შეხვედრასა და დიალოგს სთავაზობს, რათა საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდეს.

“ყველა პოლიტიკურ ძალას მივმართავთ გამოიჩინონ კეთილი ნება და მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა არჩევნები კონფროტაციისა და ექსტრემიზმის გარეშე ჩავატაროთ, ამ მიზნით მზად ვარ შევხვდე ყველა ჩემს ოპონენტს”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლევან მამალაძემ.

დღესვე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით ახალი ინიციატივით გამოვიდა და მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბისგან მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საკითხი დააყენა, რომელბიც არჩევენბის წინ და შემდგომაც განახორციელებენ მონიტორინგს. ჯგუფის ხელმძღვანელად კი დავით გამყრელიძემ იურისტი დავით უსუფაშვილის კანდიდატურა დაასახელა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button