ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი გადადგა

(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსთავის მკაცრი რეჟიმის #2 კოლონიიდან 10 სექტემბერს მომხდარიპატიმრების მასობრივი გაქცევის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა.

კოლონიიდან 129 პატიმარი გაიქცა, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, “საშიშ დამნაშავეებად” ითვლებიან. გაქცევის დროს პატიმრებმა ციხის ერთი მცველი მოკლეს, ერთიც დაჭრეს. სამოცდაათზე მეტი პატრიმარი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს იუსტიციის სამინისტრო გაქცევის ხშირი შემთხვევებისთვის გააკრიტიკა.

“იუსტიციის სამინისტროს არ შეუძლია გაუმკლავდეს ციხეებს. ამიტომაც, ასე იმატა გაქცევის შემთხვევებმა ამ ბოლო დროს”, – განაცხადა შევარდნაძემ 15 სექტემბრის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button