ახალი ამბები

ეუთო-ს წარმომადგენელი შევარდნაძეს შეხვდა ცსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით

(თბილისი, 30 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს წარმომადგენელი ლივიუ ბოტა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს უკვე მეორედ შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების კანდიდატთა სია განიხილეს.

ლივიუ ბოტას განცხადებით, შესაძლოა, კანდიდატთა შერჩევის პროცესი გაგრძელდეს, რადგან 25 კაციან სიას კიდევ რამდენიმე პირი დაემატა. მათ ვინაობას ლივიუ ბოტა ჯერ არ ამხელს. ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს სავარაუდო კანდიდატურა პრეზიდენტისთვის 31 აგვისტოს უნდა წარედგინა.

ცენეტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 29 აგვისტოს მიღებული დადგენილების მიხედვით, კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნა 3 სექტემბრამდე უნდა მოხდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button