ახალი ამბები

“რაო-ეეს”-ის და “იტერას” დელეგაციები თბილისში

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული ენერგოკომპანია “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემებისა” და საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერას” დელეგაციები გუშინ თბილისში ჩამოვიდნენ ჰიდროელექტროსადგურებისა და ენერგობლოკების ზამთრის პერიოდისთვის მზადების შემოწმების მიზნით.

“რაო-ეეს”-ის წარმომადგენლის დიმიტრი ვოლკოვის თქმით, კომპანია შეიმუშავებს ღონისძიებებათა გეგმას, რომლებიც საქართველოს ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმარება.  

აგვისტოს დასაწყისში რუსულმა ენერგოკომპანია “რაო-ეეს”-მა ელექტროგამანაწილებელი კომპანია “თელასის” აქციების 75% იყიდა ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-ისგან. თუმცა, საქართველოში ოფიციალურად რუსული კომპანია მუშაობას 1 სექტემბრიდან შეუდგება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button