ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობისა” და “აღორძინების” აქტივისტების შეტაკება თბილისში

(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “ნაციონალური მოძრაობისა” და “აღორძინების” წარმომადგენლებსა და მომხრეებს შორის 20 აგვისტოს შეტაკება მოხდა თბილისში საკრებულოს შენობასთან.

აღორძინების კავშირი თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ატარებდა საკრებულოს შენობის წინ. ცოტა ხანში აქცია აღორძინებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეტაკებისა მიმდინარე თვეში. 16 აგვისტოს მსგავსი შეტაკება სახელისუფლებო ბლოკის აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის ზუგდიდში მოხდა.      

4 აგვისტოს კი თბილისში მონარქისტული და ლეიბორისტული პარტიების მომხრეებს შორის მომხდარი ხელჩართული ბრძოლის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button