skip to content
ახალი ამბები

რუსული სამთავრობო კომისია აფხაზეთის რკინიგზას შეაფასებს

(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდეგაზე მომუშავე რუსეთის სამთავრობო ჯგუფმა 7 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შეფასების სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები 7 მარტს სოჭში შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებასა და ენერგოობიექტების რეაბილიტაციაზე იმუშავებენ.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ისინი დათანხმდებიან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება აფხაზეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button