skip to content
ახალი ამბები

წყალდიდობამ დიდი ზარალი მიაყენა რაჭას

(თბილისი, 7 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ერთი კვირის განმავლობაში მოსულმა კოკისპირულმა წვიმებმა რაჭის რეგიონს დიდი ზარალი მიაყენა. დაზიანდა ცენტრალური ავტომაგისტრალი. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ხიდები, ონისა და ლენტეხის რაიონების 15 სოფელი ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. განადგურდა სამეურნეო სავარგულები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით დარახველიძის ინფორმაციით, წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. იგი არ ადასტურებს ინფორმაციას სამი მწყემსის დაღუპვის შესახებ და აცხადებს, რომ არ არის ცნობილი მათი ზუსტი ადგილსამყოფელი, მიმდინარეობს ძებნა.

ჯერ-ჯერობით წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალის დადგენა ვერ ხერხდება. ამისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის არსებულ ზარალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button