ახალი ამბები

“კმარას” აქტვისიტების აქცია “რაო ეეს”-ის წინააღდმეგ

(თბილისი, 6 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – მოძრაობა “კმარას” აქტივისტები აპროტესტებენ ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ის მისი საქართველოსი არსებული აქტივების რუსულ კომპანია “რაო ეეს”-ისთვის მიყიდვას. ამ მიზეზით მოძროაბის წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ გამართეს.

“კმარას” წევრები პროტესტს გამოთქვამენ თბილისში “რაო-ეეს”-ის” გამგეობის თავმჯდომარის ანატოლი ჩუბაისის ჩამოსვლასთან დაკავსირებით. “კმარას” ერთმა ნაწილმა აქცია გამართა თბილისის აეროპორტში, სადაც დღეს ანატოლი ჩუბაისი მოსკოვიდან ჩამოვიდა. პარალელურად  აქცია იმართება სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინაც, სადაც ანატოლი ჩუბაისი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს უნდა შეხვდეს.

ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-სა და რუსეთის ერთიან ენერგოსისტემებს შორის ხელშეკრულება “ეი-ი-ეს”-ის ქონების მიყიდვასთან დაკავშირებით 31 ივლისს გაფორმდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button